13:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 15:27:21, 381 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების სენატში არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - ამერიკის მეგობრული ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და მისი შესრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

სასაუბრო თემებს შორის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში წარმატებული მონაწილეობა. სენატორმა მაკკეინმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული კონტრიბუციის მნიშვნელობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.

არიზონას სენატორმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს თანადგომისათვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics