|
2021-01-07 13:25:21, 1103 ნახვა
საზოგადოება
თეოლოგების განცხადებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქველმოქმედების ნაცვლად ქონების მოხვეჭაზეა ორიენტირებული
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საპატრიარქო მსოფლიოში ერთადერთი ეკლესიაა ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც არანაირ რეალურ ქველმოქმედებას არ ეწევა და მხოლოდ ქონების მოხვეჭაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ ქართველ თეოლოგთა ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. თეოლოგები განცხადებაში ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან განხილვის თემად იქცა. „ციანიდის საქმის სკანდალურმა აფეთქებამ ერთბაშად წარმოაჩინა საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მზის სინათლეზე გამოვიდა მაღალი იერარქიის არაერთი წარმომადგენელი, რომელნიც ერთმანეთის სულიერ/მორალური განადგურებისათვის არაფერს იშურებდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ საქმის გარშემო გამოძიება ბუნდოვნად წარიმართა და პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე ლოგიკურად დასრულდა - დღემდე ციხეში რჩება დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არც კი ნახულობს და მთელი საპატრიარქო გაუგონარ გულცივობას ამჟღავნებს მისდამი. ამასთან, მეტად შემაშფოთებელია მღვდელმთავართა ზღვარდაუდებელი ფუფუნება, განცხრომა და კომფორტი. ფაქტობრივად თითოეული მათგანი არის მილიონერი ბიზნესმენი, რაც კიდევ უფრო დიდ უფსკრულს აჩენს მრევლსა და იერარქიას შორის, მით უფრო იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. სოციალური უთანასწორობა და ქონებრივი დიფერენციაცია ძალზე დიდ დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ეკლესიისადმი, რომელსაც არავითარი სოციალური დოქტრინა და საქველმოქმედო ხედვა არ გააჩნია. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ყოველდღიურად მასმედიის საშუალებით, ფაქტოლოგიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვრცელდება ეპისკოპოსთა ქონებრივი დეკლარაციები, მათი კარტელური ბიზნეს-სქემები და ზღვარდაუდებელი მომხვეჭელობა, რაც ერთობ დამაზიანებელია ეკლესიის ამქვეყნიური მისიის პირნათლად აღსრულებისათვის. ვგმობთ საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პირდაპირი და ცხადი მონაწილეობისთვის (იხ. არქიმ. კირიონ ონიანის ქმედებები, საპატრიარქოს პრესპიკერ დეკ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებები და ა.შ.), რომლის შედეგად ორი ხანდაზმული მეცნიერი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ციხეში გამოამწყვდიეს. საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი და ეს ადამიანები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ამასთან, პრესცენტრის ხელმძღვანელმა - დეკ. ანდრია ჯაღმაიძემ გამოთქვა მზაობა და წინასწარი ანონსი დამატებით სხვა პირთა დაპატიმრებისა, რაც შინაარსობრივად ძალზე გამაოგნებელ სიშლეგეს და თავხედობას გულისხმობს განმცხადებლის მხრიდან. გვაშფოთებს საქართველოს საპატრიარქოს გულგრილობა, რომელსაც იგი იჩენს საკუთარი სასულიერო პირებისა და მრევლის წინაშე. იგი (საპატრიარქო) ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე, ბედის ანაბარა ტოვებს თვით ავადმყოფ და აუცილებელი მკურნალობის საჭიროების მქონე სამღვდელოებას, რომელთა შესახებ სოცქსელში და მასმედიაში პერიოდულად ჩნდება ხოლმე ქველმოქმედების თხოვნა-მუდარები მოსახლეობის მისამართით. საპატრიარქო პრაქტიკულად არ ეწევა ჰუმანიტარულ და სოციალურ მისიას, რაც ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა, აურაცხელი საეკლესიო ქონება და შემოსავლები საპატრიარქოსავე შავ ხვრელში იკარგება. ეს შავი ლაქა მკვეთრად გამოჩნდა მიმდინარე პანდემიის დროს, მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირების პირადი ენთუზიაზმით აღსულებულ ქველმქმედებისა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საპატრიარქო მსოფლიოში ერთადერთი ეკლესიაა ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც არანაირ რეალურ ქველმოქმედებას არ ეწევა და მხოლოდ ქონების მოხვეჭაზეა ორიენტირებული. მაშინ როდესაც სხვა ეკლესიებმა (საბერძნეთის, რუმინეთის და ა.შ.) მილიონობით ევროს და დოლარის ქველმოქმედება გასწიეს საკუთარი ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებების და გაჭირვებული მოსახლეობისადმი მარტო 2020 წელს“, - აღნიშნულია თეოლოგების ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერს 13 თეოლოგი და საეკლესიო ისტორიის ორი მკვლევარი. დეტალურად იხილეთ ბმულზე
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)