17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 14:53:38, 734 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის საკრებულო მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შექმნასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

ზუგდიდის საკრებულო მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შექმნასთან დაკავშირებით კონკურს აცხადებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კონკურსის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) საუკეთეოს პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და  ზოგადი კრიტერიუმები.

მათივე ინფორმაციით, კონკურსს ატარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა; კონკურსი ტარდება ერთ ტურად;კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში;

 გერბი და დროშა შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობა;

ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა; ქრისტინული წარსული და ეპარქიის ცენტრის მნიშვნელობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებლები ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

6. უპირატესობა მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილი იქნება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით და სიმბოლოების საშუალებით გამოსახული იქნება:ა) ზღვა;ბ) რუხის ციხე;გ) ცაიშის ტაძარი;

7. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის კონკურსანტმა მიმართოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი. (ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა N90. ტელ: 599 85 24 09).

3. კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკით;

2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება;

3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია;

4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

4. კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსის გამოცხადება - 23.09.2015

2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 7.10.2015

3. შედეგების გამოცხადება - 16.10.2015

5. გამარჯვებული პროექტისათვის დაწესებული კონკურსის პრემია

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჰონორარი- 1500 ლარი;

6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. გამარჯვებული პროქტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს;

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

7. დამატებითი მოთხოვნები

1. გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

2. გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამკოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი; დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ზუგდიდი",- ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics