2021-01-07 11:11:09, 443 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის 161 054 შემთხვევაა დადასტურებული, 147 388 გამოჯანმრთელებული, 2 901 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან