2021-01-07 09:20:38, 511 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 87 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 87 მილიონს გადააჭარბა.
ამის შესახებ მონაცემებს Worldometers ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში სულ ვირუსით დაინფიცირდა 87,640,402 ადამიანი, მათგან 1,891,692 გარდაიცვალა, 63,131,926 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და რუსეთში ფიქსირდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან