|
2015-10-01 14:13:27, 829 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" დაფინანსებით, თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა “Innova” გაიხსნა
თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N7-ში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - “Innova” გაიხსნა. კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია. “Innova”-ს მთავარი დამფუძნებელია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც კვლავ აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის ისე აპარატურის ნაწილში, განახორციელა “საქართველოს ბანკმა”, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად. კლინიკა „Innova” განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი, და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი. კლინიკაში მოღვაწეობენ ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ექიმები, როგორებიც არიან რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი, რეზო ბოჭორიშვილი, ირაკლი თოდუა, გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), დავით დოთიაშვილი და ზურაბ ნარიმანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)