2021-01-07 01:08:14, 498 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის მხარდამჭერების კონგრესში შეჭრას სროლა მოჰყვა- დაჭრილია ქალი
ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. უცნობია რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპი მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.
კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.
დემონსტრანტების შეჭრის პარალელურად, აშშ-ის კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა.
როგორც „სიენენი“ წერს, შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეზღუდულია. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,