2021-01-06 12:33:16, 564 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 24 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 445 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსის 3 308 601 შემთხვევაა დადასტურებული, 2 685 723 გამოჯანმრთელებული, 59 951 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან