|
2021-01-05 16:22:34, 611 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში, შობის ღამეს, ეკლესიები არ დაიხურება
ბერძნული ტაძრები არ დაემორჩილებიან ხელისუფლების მოთხოვნებს და შობის ღამეს, 6 იანვარს, არ დაიხურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეურონიუსი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ორშაბათს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო, რომლის თანახმად, მორწმუნეებს წირვა-ლოცვაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ადრე შეთანხმებული სანიტარული ზომების დაცვით. სინოდის სხდომა ტელეკონფერენციით, მთავარეპისკოპოს იერონიმეს თავმჯდომარეობით ჩატარდა. სინოდის წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ათენაგორსამა განაცხადა, რომ დაჟინებით ითხოვს ხელისუფლებასთან ადრე მიღწეული შეთანხმებების დაცვით ეკლესიებში წირვა ლოცვის ჩატარებას. "წმინდა სინოდი არ ეთანხმება მთავრობის ახალ ზომებს საეკლესიო მსახურებასთან დაკავშირებით, დაჟინებით ითხოვს ხელისუფლებასთან ადრე მიღწეული შეთანხმებების დაცვას და აძლევს მითითებებს, რომ ეკლესიები დარჩეს ღია. ნათლისღების დღეს ასევე ჩატარდება წყლის კურთხევის რიტუალი", - თქვა სინოდის წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა ათენაგორასმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა არ დაუშვებს გამონაკლისს და პოლიცია ჩაერევა, ეპისკოპოსმა ათენოგორასმა უპასუხა: „ყველას აკისრია პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს გადაწყვეტილებებზე და სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა“. ცნობისთვის, შობის დღესასწაული ბერძნულ ეკლესიაში საღამოს წირვით, 5 იანვრის დასასრულს იწყება და მეორე დღეს, მთელ ქვეყანაში ხდება წყლის კურთხევის რიტუალი იორდანეში ქრისტეს ნათლობის ხსენების დღეს. გასული წლის დეკემბერში ეკლესია და საბერძნეთის მთავრობა შეთანხმდნენ შობის, ახალი წლისა და ნათლისღების დღესასწაულისთვის დაწესებულ რეგულაციების შესახებ. ამასთან, 3 იანვრიდან ხელისუფლებამ შემოიტანა ახალი შემაკავებელი ზომები, აკრძალეს ნათლისღების სერვისები, რათა 11 იანვარს უკვე სკოლების გახსნა შეძლებოდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)