12:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 17:39:37, 2403 ნახვა

ეკონომიკა
როგორ დავაზღვიოთ მთავარი რისკი - ავტოავარია

როგორ დავაზღვიოთ  მთავარი  რისკი - ავტოავარია

ყველა მძღოლს გააზრებული აქვს, რომ ავტომანქანით გადაადგილებისას მათთვის მთავარი რისკი ავტოავარიაა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზიანდება არა მხოლოდ ავტომობილი, არამედ ჩვენი თუ მესამე პირის ჯანმრთელობა ან ქონება. ავტოავარია მოულოდნელი ფინანსური დარტყმაა, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ ვიყოთ. ასეთი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად არსებობს მანქანის დაზღვევა, რომელიც მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევებს აზღვევს და აგინაზღაურებთ ფინანსურ ზიანს ბრალეული მხარის მიუხედავად. თიბისი დაზღვევა მძღოლებს ყველაზე მთავარი საფრთხის  - ავტოავარიის დაზღვევას სთავაზობს.

რას მოიცავს ავტოავარიის დაზღვევა - D1

D1 ნაკრები ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი დაზღვევაა. ის დაგჭირდებათ თუ გსურთ, რომ დააზღვიოთ ყველა ის ავტოსაგზაო შემთხვევა თუ:

  • მესამე პირმა დააზიანა თქვენი ავტომობილი;
  • ავარიისას დააზიანეთ თქვენი ავტომობილი;
  • დააზიანეთ სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა.

ამ ნაკრებით ავტოავარიის დროს წარმოქმნილი ფინანსური ზიანი ლიმიტის ფარგლებში აგინაზღაურდებათ. დაზღვევის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ლიმიტი - 5 000₾ ან 10 000₾. ნაკრების ღირებულებაც არჩეული ლიმიტის მიხედვით განისაზღვრება - თვეში 30 ლარად ანაზღაურების 5 000 ლარიანი ლიმიტი გექნებათ, თვეში 40 ლარის გადახდის შემთხვევაში კი ლიმიტი 10 000 ლარამდე გაგეზრდებათ. ნაკრების პირობები ითვალისწინებს 200 ლარიან ფრანშიზას, რაც ნიშნავს, რომ არჩეული ლიმიტის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ფრანშიზით განსაზღვრული თანხა ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.

D1 ნაკრები სრულად მოიცავს მთავარი საფრთხის - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წარმოქმნილ რისკებს. თუ თქვენ ავტოდაზღვევის ბიუჯეტურ, ხელმისაწვდომ ნაკრებს ეძებთ და ფიქრობთ, რომ სხვა დამატებითი დაფარვები არ გჭირდებათ, თიბისი დაზღვევის ეს ნაკრები თქვენთვის იდეალური იქნება. ამ შემთხვევაში ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემდეგი შემთხვევები - გაჩერებული ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება, სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი.

როგორ შევიძინოთ ავტოავარიის დაზღვევა D1

D1 ნაკრების შესაძენად რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ, ესენია -

  • უნდა იყოთ 25 წლის ან მეტის;
  • ავტომობილს უნდა იყენებდეთ მხოლოდ პირადი დანიშნულებით;
  • უნდა გქონდეთ მართვის 1 წლიანი გამოცდილება;
  • თქვენი მანქანა გამოშვებული უნდა იყოს 2000 წლის ზემოთ.

თუ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, მაშინ ნაკრების შეძენას რამდენიმე წუთში, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. ამისათვის საჭიროა ესტუმროთ თიბისი დაზღვევის ვებგვერდს, შეავსოთ ყველა საჭირო გრაფა, შეიტანოთ თქვენი ავტომობილის მონაცემები და დაელოდოთ სადაზღვევო პოლისის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებას. ნაკრების შესაძენად ასევე საჭიროა დასაზღვევი ავტომობილის სურათების წარდგენა, თუმცა ესეც დისტანციურადაა შესაძლებელი. გაუგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები პირველ სადაზღვევო ჩათ ბოტს - ბი ბოტს მესენჯერში. ამით თქვენი პოლისი საბოლოოდ გააქტიურდება.

ამ ნაკრებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - დაზღვევის შეძენისას შესაძლებლობა გაქვთ უფლებამოსილი მძღოლების გრაფაში მიუთითოთ თქვენი ოჯახის ის წევრებიც, რომელიც ავტომობილს მართვავენ. სადაზღვევო პირობები მათზეც სრულად გავრცელდება. ავტოავარიის დაზღვევის პოლისი 1 წლის განმავლობაში მოქმედებს და ამ პერიოდში თქვენი მანქანა დაზღვეული იქნება მთავარი საფრთხის - ავარიისგან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics