13:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 10:36:12, 413 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა პირისპირ საუბარი გამართა  სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტ  ჯონ ჰეიმრესთან და ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრ და მრჩეველ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან.

დახურული შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ქვეყნის პირველმა პირმა აქცენტი დასავლეთის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-მ და ევროპამ ტრადიციული ლიდერობა ითავონ, რათა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს  ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს.  დელეგაციამ აქცენტი გაამახვილა საქართველოში მიმდინარე  იმ რეფორმებზე, რომელსაც  ჩვენი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ახორციელებს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტები საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკითაც დაინტერესდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად პირველი პირისგან მოისმინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics