06:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 11:58:21, 1261 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული - ეს თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია

"დღეს ჯარი იმაზე ძლიერია, ვიდრე იყო 10 ან 1 წლის წინ. ქართველ ჯარისკაცს აქვს იშვიათი მებრძოლი სული, რომელიც თანდაყოლილი, გენეტიკური კოდია, რომელსაც ვერ გამოიგონებ. ეს არაა რობოტი, რომელსაც დააპროგრამებ. არსებობს ქვეყნები, რომელთა ჯარისკაცებსაც არ შეუძლიათ ომი, ბრძოლა, რადგან ბრძოლისუნარიანები არ არიან“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ ნატოსთან და აშშ-თან წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

„ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP) და აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ვახორციელებთ და ვასრულებთ. ეს არაერთგზის დადასტურდა ნატოს შეხვედრების დროს, მათ შორის შარშან, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში ვიზიტისას, როდესაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებდა განახლებულ პაკეტს. ეს დადასტურდა დეკემბრის თვეში, რაც არის რეალურად ჩვენი პროგრესის აღიარება. აქვე მინდა, გამოვყო SNGP-ის ფარგლებში გახსნილი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მეხუთე წელია და რომელსაც ჩემს დროს ჩაეყარა საფუძველი. მე მადლიერი ვარ, რომ ახლა მიწევს წვლილის შეტანა ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.

„ჯარში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა განათლებას, მუდმივად ტარდება წვრთნები. მინდა, გამოვყო აშშ-სთან გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ში ვიზიტისას განვაახლე. ამ სამწლიანი კონტრაქტის ფარგლებშია მოქცეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც ჩვენი და აშშ-ის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის წარმატების კლასიკური მაგალითია. ეს პროგრამა გულისხმობს ჩვენი სამხედროების გადამზადებას ამერიკელი სამხედროების, ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ. შედეგად, ჩვენ ვიღებთ ამერიკული სტანდარტით ჯარის მომზადებას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics