|
2015-09-30 17:44:27, 600 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილმა და კრისტიან ურსემ N16 დაწესებულება მოინახულეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე ახლგახსნილ N 16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ. მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსები, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, ბიბლიოთეკა, სასადილო, მაღაზია, პირველადი ჯანდაცვის პუნქტი და სპორტული დარბაზი. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ N 16 დაბალი რისკის დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისია და სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც კი. კრისტიან ურსემ უყურადღება გაამახვილა იმ ფაქტებზე, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამაში, შეიძინონ სპეციალობა და დასქმდნენ. „დასაფასებელია ის ძალისხმევა და ნაბიჯები, რასაც სამინისტრო დგამს. დაწესებულების ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უდავოდ ბევრი გააკეთა, - აღნიშნა კრისტიან ურსემ. კახა კახიშვილმა და კრისტიან ურსემ სერტიფიკატები გადასცეს მსჯავრდებულებს, რომელთაც კომპიუტერის შემსწავლელი საბაზისო კურსი გაიარეს და დაარიგეს ბროშურები - დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტი და მისი გზამკვლევი. „მოვინახულეთ დაწესებულება და გავესაუბრეთ მსჯავრდებულებს. სამინისტროსთან ერთად ევროპის საბჭომ მოამზადა სამედიცინო მომსახურების სტანდარტი და დაბეჭდა ეს ბროშურა, რომელიც დღეს დავურიგეთ მსჯავრდებულებს. ბროშურის მეშვეობით ისინი გაეცნობიან იმ სერვისებს, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა,“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა. „ეს დოკუმენტი სამინისტროს, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის თანამშრომლობის კარგი მაგალითია და პასუხობს ჩვენს საერთო ამოცანას: თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა კრისტიან ურსემ. პატიმრობის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები ციხეებში პატიმართათვის განკუთვნილი ჯანდაცვის სერვისების უნიფიცირებული აღწერაა, რომელიც 2015 წლის 24 აპრილს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტანდარტების დოკუმენტი სამედიცინო მუშაკებს გადაეცათ, ხოლო აზერბაიჯანულ, თურქულ, ინგლისურ, სომხურ, სპარსულ, ქართულ და რუსულ ენებზე მომზადებული სტანდარტების გზამკვლევი - მსჯავრდებულებს. გზამკვლევში სამედიცინო სტანდარტებში შესული სერვისები მსჯავრდებულთათვის გასაგები, მარტივად ენით არის აღწერილი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)