|
2020-12-29 13:59:21, 628 ნახვა
ეკონომიკა
პენიტენციურ დაწესებულებებში 2017 წელს სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად 893 577 ლარის დანაკლისი გამოვლინდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად, 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ გამოავლინა 893,577 ლარის დანაკლისი (მათ შორის, გაუქმებულ პენიტენციურ დაწესებულებებზე რიცხული 134,777 ლარის მარაგები). ანგარიშიდან ირკვევა, რომ დანაკლისი განპირობებული იყო წინა პერიოდებში მედიკამენტების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობით, ინვენტარიზაციის განუხორციელებლობით და მარაგების ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებით (აღნიშნული საკითხი განხილულიაწინა აუდიტის ანგარიშებში). გარდა ამისა, გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და ინვენტარიზაციის შედეგები, შემდგომი შესწავლის მიზნით არ არის გადაგზავნილი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა მარაგების ანგარიშზე რიცხული, წინა პერიოდებში ჯანდაცვის სამინისტროდან უსასყიდლოდ მიღებული 1,162,684 ლარის მედიკამენტები და სამედიცინო სახარჯი მასალა, რომელიც წარმოადგენს მიმწოდებელი ორგანიზაციების კონტროლირებად მედიკამენტებს და ამავე ორგანიზაციის მიერ ჩამოწერილია ხარჯებში. ვინაიდან ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჯანდაცვის სამინისტროსბენეფიციარები არიან, აღნიშნული მარაგები ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანგარიშზე საანგარიშო წლის ბოლოს ირიცხება 893,577 ლარის ფაქტობრივად არარსებული ნაშთი, ჯამურად სასაქონლო - მატერიალური მარაგების ანგარიშზე არსებული თანხა წარმოდგენილია 2,056,261 ლარით გაზრდილი ღირებულებით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)