|
2020-12-29 12:20:53, 692 ნახვა
რეგიონი
სოფელ რატევანში 5 ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
სოფელ რატევანში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 5 ქუჩაზე, 1943 გრძივი მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი დაიგო, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრეებიც. შიდა გზების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოები "რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდისა" და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, მისმა ღირებულებამ 1 000 000 ლარი შეადგინა. „წლების განმავლობაში სოფელ რატევნის მოსახლეობა შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვდა. წელს ჩვენ ამ მიმართულებით 5 ქუჩაზე განვახორციელეთ სამუშაოები, რისთვისაც ჯამში მილიონი ლარი დავხარჯეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენს სოფლებში კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა და ამ პროცესში გზების მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რატევანში შიდა გზების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)