09:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 17:12:19, 606 ნახვა

ეკონომიკა
ირმა ქავთარაძე: ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციისა, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით უფრო მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო.

 „2015 წლის აგვისტოს თვეში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდამ, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3% შეადგინა, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ, რომ არის ეკონომიკური ზრდის შენელება, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც კი“- აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 8.6%-ით აღემატება და 4,542.2 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მეორე კვარტალში ზრდა არის დაფიქსირებული შემდეგ სექტორებში: მშენებლობა - 14.5%; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 12.7%; საფინანსო საქმიანობა - 10.6%; სასტუმროები და რესტორნები - 7.3%, ოპერაციები უძრავი ქონებით, კავშირგაბმულობა, განათლება და ა.შ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ 2015 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის გაზრდილი 16%-ით (1 800 000 ლარი)და აჭარბებს 12 800 000 ლარს. „რაც შეეხება ბრუნვას საწარმოთა ზომის მიხედვით: მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 10, 7 %-ით, ეს არის მილიარდ ლარზე მეტით ზრდა. საშუალო საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 68,6 %-ით - ზრდა გვაქვს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. მცირე საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი 28%-ით და შეადგენს 1 319 000 ლარს“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ და ხაზი გაუსვა იმ გარეომებას, რომ რომ ბიზნეს-სექტორის ბრუნვა ძალიან ბევრ სექტორში გაზრდილია თითქმის ორნიშნა მაჩვენებლებით.

„ეს გახლავთ, მაგალითად, სამთომოპოვებითი მრეწეველობა, სადაც ზრდა არის 92%, ასევე ორნიშნა ზრდა არის საქმიანობის თითქმის ყველა სახეობაში, მაგალითად, ეს არის სოფლის მეურნეობა (36%), სასტუმროები და რესტორნები (31%), ოპერაციები უძრავი ქონებით (28%) და ა.შ.“- განაცხადა ირმა ქავთარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics