13:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 17:21:46, 688 ნახვა

რეგიონი
ბოლნისი „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტი გახდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას“ შეუერთდა. ქარტიაზე ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოაწერა.

ხელმოწერის ცერემონია, დისტანციურად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელ ონლაინ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ქარტიაზე ხელი ბოლნისის გარდა კიდევ 14-მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა.

ქარტიის ხელმოწერით მუნიციპალიტეტები ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის მიზნით, სხვადასხვა ქმედითი ღონისძიებების გაატარების ვალდებულებას იღებენ.

„მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ  ევროპული ქარტიის“ ხელმომწერი გახდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს გენდერულ საკითხებს. მიგვაჩნია, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა. ჩვენ ვცდილობთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მეტი ქალი ჩავრთოთ. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი ერთნიკურად მრავალფეროვან სოფლებში, საინფორმაციო კამპანიას პერიოდულად ვახორციელებთ. ვფიქრობთ, ქარტიაზე ხელის მოწერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს გენდერულ პოლიტიკას და თანასწორობის მისაღწევად საჭირო პრიორიტეტებსა და შესაბამის ღონისძიებებს აქტიურად შევიმუშავებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics