|
2020-12-28 14:56:17, 517 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მერს საკრებულოსთან ეფექტური თანამშრომლობისთვის. ,, ჩვენ გვაქვს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელშიც მაქსიმალურად არის ასახული მოსახლეობის საჭიროებები და შეძლებისდაგვარად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ქედის მერიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა საკრებულოს შენიშვნები და ბიუჯეტის ოპტიმალური ვარიანტი წარმოადგინა“, - აღნიშნა შუქრი თურმანიძემ. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინა. პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იქნება უფრო მოქნილი როგორც სოციალური პროგრამების კუთხით, ასევე მმართველობის ფორმით. დაემატა 3 ახალი სოციალური პროგრამა; 2021 წელს პირველად, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, ხალხის მიერ არჩეული 5 პროექტი განხორციელდება; 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, ტურიზმი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მოქალაქეთა მონაწილეობა ზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნებულია www.keda.ge #ხალხისხმათვითმმართველობაში!
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)