|
2020-12-27 14:00:04, 1235 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დემოკრატი კანდიდატის და ახალარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია „ბი ბი სი“ ავრცელებს. მედიის ცნობით ამის მიზეზად დონალდ ტრამპი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის სიმცირეს ასახელებს. აშშ-ის კონგრესის მიერ შეთავაზებული მასტიმულირებელი პაკეტის თანხა 900 მილიარდი ევრო იყო, საიდანაც უსამსახუროდ დარჩენილი თითოეული ამერიკელი თვეში 600 დოლარს მიიღებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ეს თანხა საკმარისი არაა და თითოეულმა ამერიკელმა კომპენსაციის სახით 2 000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს. დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტს ამ ოდენობის თანხის გამოყოფა მძიმე ტვირთად დააწვება და ტრამპის გეგმა საშინელ შედეგებს მოიტანს. BBC-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამსახურის გარეშე 14 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა. დემოკრატების პარტია, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით დონალდ ტრამპს ღიად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს გოლფის თამაშის გარდა სხვა საზრუნავი არამგონია ჰქონდეს. შეგახსენებთ, იმასაც, რომ დონალდ ტრამპმა ასევე ვეტო დაადო 740 მილიარდი დოლარის ოდენობის კანონპროექტს ამერიკის თავდაცვის სფეროს განვითარების შესახებ. მართალია აშშ-ს პალატამ ეს ვეტო უარყო, თუმცა მისი დაძლევისთვის მათ ხმათა ორი მესამედი სჭირდებათ. ტრამპი ეწინააღმდეგება თავდაცვის კანონპროექტის დებულებებს, რომლებიც შეზღუდავს ჯარის გაყვანას ავღანეთიდან და ევროპიდან. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მან ამ პროექტს ვეტო დაადო.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)