|
2020-12-26 21:18:52, 608 ნახვა
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19 არის გავრცელებული და პენიტენციური სამსახური ამას მალავს. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამ უკვე მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო, რაც პატიმრებსა და მათ ოჯახებში პანიკის დათესვას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, თუმცა არც ერთხელ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, ვინაიდან ეს არის სიცრუე. სიცრუეა ასევე სიუჟეტში ფარული რესპოდენტების, ასევე ყოფილი მსჯავრდებულის, ამჟამად პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბრალდებულ/მსჯავრდებულებს სათანადო ყურადღება არ ექცევათ და არ ხდება მათი ტესტირება. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ pcr ტესტირება, არამედ სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო სივრცეში პატიმრების გადაყვანა, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მათზე დაკვირვება და ღრმა კვლევების ჩატარება (კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ.). როგორც ჩანს, სწორედ კლინიკის საკარანტინო სივრცეში გამოსაკვლევად გადაყვანილი პატიმრების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებში, ხოლო გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები მსგავს ინფორმაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ნებისმიერი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ცალსახად აცხადებს, რომ არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)