|
2020-12-26 01:52:13, 1410 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში
„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა მიმდინარე წელს საგრძნობლად გაძლიერდა. მინისტრმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლება, რომელიც 2 დეკემბერს დამტკიცდა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. „ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)