07:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 23:23:40, 1060 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით განხორციელებულ ნაბიჯებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა.

საზოგადოებასა და მედიას ანგარიში თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში წარუდგინა.

მისი განცხადებით, წარსული გამოცდილების გააზრებით, უწყების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას.

„ფრანგული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებში უკვე განთავსდა ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. აქტიურად გრძელდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზის შესრულება, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება“,-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უწყების ხელმძღვანელმა ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ გაფორმებულ შეთანხმებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი თავდაცვის ძალები წარმოუდგენელია ძლიერი საავიაციო კომპონენტის გარეშე.

მისივე განმარტებით, ამ მიზნით 2020 წელს საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2021 წელს უწყება შეიძენს ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო, ასევე საბრძოლო საფრენ აპარატებს - დრონებს. ასევე, იგეგმება სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფების თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღჭურვაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics