11:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 17:52:53, 471 ნახვა

ეკონომიკა
ფოთის პორტში 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ამერიკული პროგრამის - „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში,  ქვეყანაში 14 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა. 

ამ დროისთვის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,, ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ უკვე  დაწყებულია აღნიშნული ტვირთის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.

აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსულ თანხას, ამერიკის სოფლის  მეურნეობის დეპარტამენტი  ინვესტიციის სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში  ჩადებს.

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად, 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.

კანონმდებლობით დაწესებული პროცედურით, ნავსადგურში შემოსვლისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ექიმ ეპიდემიოლოგს თავდაპირველად წარედგინება დოკუმენტაცია გემის სანიტარიული მდგომარეობის შესახებ, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ,  ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხდება ხორბლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი, რაც ნიმუშის ადგილზე აღებას და მასალის სპეციალურ ლაბორატორიაში დათვალიერებას გულისხმობს.

მარცვლეულის ხარისხის კონტროლის დასრულების შემდგომ, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მოხდება ხორბლის გემიდან გადმოტვირთვა,  სატვირთო სატრანასპორტო საშუალებებში განაწილება, აწონვა და იმპორტიორის საწყობში განთავსება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,   ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია საბაჟო კონტროლის პროცედურები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics