|
2020-12-25 17:21:31, 505 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის აპარატი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" და საქართველოს კანონი„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" . ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია. რაც შეეხება იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა. ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს", - აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)