|
2020-12-25 14:06:21, 739 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ პროექტის „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ მხარდამჭერია
25 დეკემბერს „საქართველოს ფოსტას“, საზოგადოებრივ პლატფორმას „სექტორი 3“ და სამოქალაქო მოძრაობას „შენმოქმედს“ შორის პროექტის „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საზოგადოებრივი პლატფორმის „სექტორი 3“, სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“, ფონდის „პროდემოსის“ და ინტერნეტ კომპანიის „სქაიტელის“ თანამშრომლობით წამოწყებული კამპანიის მხარდაჭერას. კამპანიის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკა, ასევე, 18 თვის განმავლობაში ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზე. „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შეუერთდა პროექტს და უზრუნველყოფს გზავნილების მიტანას ბენეფიციარამდე სრულიად უსასყიდლოდ. „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება. „სექტორი 3“ საზოგადოებრივი პლატფორმაა, რომელიც საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის სივრცე - ჰაბი განვითარებისთვის, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ინოვაციას, ცოდნას, ექსპერიმენტულ იდეებს და ქმნის რესურსებსა და შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა და პოზიციების დაახლოებისთვის. სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივით, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი. „შენმოქმედის“ ინიციატივით ბევრი ქმედითი და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)