20:49 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 13:00:11, 852 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - გადაჭარბებულად ნუ შეგეშინდებათ კოვიდ19-ის ახალი შტამის, დიდი განსხვავება ძველსა და ახალს შორის არაა

 გადაჭარბებულად ნუ შეგეშინდებათ კორონავირუსის ახალი შტამის, დიდი განსხვავება ძველსა და ახალს შორის არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება არ ექნება, ვიდრე საქართველოში სამი-ოთხი კვირის წინ ფიქსირდებოდა, როცა ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვაკეთებთ სეკვენირებას ვირუსებისას, თუ არ ვცდები ამას მსოფლიოში პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სექვენსი გააკეთა, ეს მუშაობა გრძელდება, ლუგარის ცენტრში ეს კეთდება და ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ შტამსა და ძველს შტამს შორის, მაშინ როდესაც ჩვენ მსოფლიოშ რეკორდი მოვხსენით, ვიყავით პირველები გავრცელებით, აქედან გამომდინარე, არამგონია ახალმა შტამმა რამე შეცვალოს, გარდა იმისა, რომ უნდა გვეკეთოს პირბადე და დავიცვათ დისტანცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics