21:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 11:58:05, 477 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს

სასტუმროში “ბეტსი”, საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის დაცვის უწყებებისა და სხვა სექტორული სამინისტროების წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პირველადი შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

„სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის ძირითადი მიზანია სტრატეგიული დოკუმენტებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების უზრუნველყოფა. შეფასების სისტემის დანერგვის შემდეგ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებს დაექვემდებარება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის  ასევე ტურიზმის სფეროებში მომზადებული  გეგმები და პროგრამები, რომლებმაც, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ გარემოზე“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ორგანიზაციის “GEO” მხარდაჭერით გაიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics