21:12 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 16:43:54, 579 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მიწის რეფორმის ფარგლებში, კანონქვემდებარე აქტები შემუშავებულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეკითხვაზე, მიწის რეფორმის ფარგლებში კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.

„2020 წელს შეიქმნა მიწის მდგრადი მართვის სააგენტო, რომელსაც 3 კანონქვემდებარე აქტის მიღება ჰქონდა დავალებული. ეს კანონქვემდებარე აქტები შემუშავდა კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მაგრამ, პანდემიიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ბევრი საჯარო განხილვის ჩატარება იყო საჭირო, რათა დაინტერესებული პირები ჩართულიყვნენ და მათი ინტერესები ყოფილიყო გათვალისწინებული, მათი მიღება ვერ მოხერხდა. ეს არის კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს პირდაპირ უკავშირდება. მათი პოზიციების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. აქ მთავარი საქართველოს ინტერესების დაცვაა. ეს ნორმატივებიც ზუსტად ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა. კანონქვემდებარე აქტები შემუშავებულია და, უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, სამივე დაამტკიცდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics