09:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 11:09:35, 770 ნახვა

ეკონომიკა
სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა" პროექტი-"შეიძინე ქართული" კახეთში რთველით დაიწყო

სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა" პროექტი-"შეიძინე ქართული" კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, რთველით დაიწყო.

"სმარტის" თანამშრომლებმა ადგილობრივ გლეხებთან ერთად, ყურძენი დაკრიფეს, რომელიც შემდგომ სუპერმარკეტების ქსელში შეძენის ფასად, კომერციული მოგების გარეშე გაიყიდება. "შეიძინე ქართული" გრძელვადიანი პროექტია და ქართული წარმოების წახალისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. გლეხისა და მცირე მეწარმისთვის საკუთარი პროდუქტების "სმარტის" დახლებზე წარმოჩენა მნიშვნელოვანი მოტივაციაა, უზრუნველყონ "ხარისხი დეტალებში", რასაც "სმარტი" მომხმარებელს სთავაზობს.

"ეროვნული წარმოების წახალისება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა "სმარტის" სტრატეგიულოი მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. პროექტის "შეიძინე ქართული" ფარგლებში, ჩვენ ვეწვევით საქართველოს ყველა რეგიონს და მოვახდენთ სეზონური ნატურალური ხილისა, თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და "სმარტში" არაკომერციულ ფასად რეალიზაციას. შესაბამისად, გვსურს, "სმარტის" ერთგულ მომხმარებელს მოვუწოდოთ, "შეიძინოს ქართული",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის " პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

"სმარტის" მარკეტინიგის დეპარტამენტის დირექტორის, ნატალია დარჩიაშვილის, განმარტებით, აქცია "შეიძინე ქართული" გლეხებს მათი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას აძლევს.

"სმარტი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქართული ნატურალური პროდუქციის პოპულარიზებას და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხელშეწყობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით კახეთში, ყვარლის რაიონში, ჩამოვედით ყურძნის მოსაკრეფად. ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამშრომლები, რათა დავეხმაროთ მათ მოსავლის აღებაში და ამ წამოსვლით ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ახალ კამპანიას. ეს არის "შეიძინე ქართული", რომელიც გულისხმობს ჩვენს მაქსიმალურ ჩართულობას სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციაში.სეზონურად, ჩვენ ჩავალთ ხოლმე სხვადასხვა მეურნეობებში, სხვადასხვა ბაღებში, დავკრეფთ ხოლმე როგორც ყურძენს, ასევე ვაშლს. სეზონურობიდან გამომდინარე ფორთოხალს, მანდარინს და მივაწვდით ჩვენს მომხმარებელს ჩაბარების ფასად. ამ აქციით ორმაგ ხეირს ნახავს მომხმარებელი და თავის მხრივ გლეხი, მცირე მეწარმე. მათგან ჩვენ შევიძენთ ქართულ პროდუქციას და ხელს შევუწყობთ მათ პროდუქციის რეალიზაციაში. მეორეს მხრივ, მომხმარებელს შევთავაზებთ ქართულ ხარისხიან პროდუქტს საუკეთესო ფასად",-აღნიშნა ნატალია დარჩიაშვილმა.

მევენახე დავით რაჯებაშვილმა კომპანია "ვისოლ ჯგუფს" და კონკრეტულად, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტს" თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

"ვისოლ ჯგუფი", კონკრეტულად "სმარტი" ერთი მხრივ, დამეხმარა ყურძნის კრეფაში და მეორე მხრივ დამეხმარა იმაში, რომ ჩემს ყურძენს იბარებენ ბაზრის ფასზე მეტად. ამიტომ, კმაყოფილი ვარ და მათ თანადგომისთვის მადლობას ვუხდი",-განუცხადა ჟურნალისტებს დავით რაჯებაშვილმა.

"ვისოლ ჯგუფმა" სუპერმარკეტების ქსელის "სმარტის" განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics