2020-12-23 18:16:33, 617 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში დაიხურება ყველა დაწესებულება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა.
ქვეყანაში ბარები და რესტორნები მანამდეც დახურული იყო, ამიტომ ახალი შეზღუდვები ამჯერად საცალო ვაჭრობის ობიექტებსა და სილამაზის სალონებს შეეხო.
მაღაზიები, რომლებიც ყიდიან აუცილებელ საქონელს, დარჩებიან ღია, თუმცა სუპერმარკეტებს მხოლოდ აუცილებელი პროდუქტის რეალიზაციის უფლება ექნებათ. სხვა სახის პროდუქტის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ონლაინ.
ჩეხეთში ე.წ კომენდატის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
საშობაო არდადეგების შემდეგ სკოლებში მხოლოდ პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებას გააგრძელებენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან