2020-12-23 14:33:48, 599 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ლეიბორისტული პარტია“ გარდაცვალების შემდეგაც 7%-ზე მეტს იღებს
„ლეიბორისტული პარტია“ გარდაცვალების შემდეგაც 7%-ზე მეტს იღებს “, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხორციელდება პარლამენტის საბოტაჟი.
„დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი გნებავთ ვენეციის კომისიაში, ან ოდირში, დაველოდოთ მათ პოზიციას. ანუ შევჩეროთ კანონპროექტის განხილვა იანვრის ბოლომდე. დაველოდოთ პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ მეორე მოსმენით განხილვა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს რომ მათ აიღეს მინიმუმ 35%.
„პატრიოტთა ალიანსის აღქმით, მათ მიიღეს მინიმუმ 23%. „ლეიბორისტული პარტია“ გარდაცვალების შემდეგაც იღებს 7%-ზე მეტს. ხორციელდება პარლამენტის საბოტაჟი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან