08:53 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 13:40:27, 783 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარტიებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდებათ.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, თუკი პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას და საბოტაჟს უცხადებს როგორც მას, ასევე დემოკრატიის პრონციპს და პარლამენტს, დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენად ვანიჭებთ კანონპროექტით უკუძალას იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა. დღეს, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადი შეიტანა ცესკო-ში და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემბრის თვეში ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას.

ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ, თუმცა საუბარი იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, გრძელვადიან დემოკრატიულ პერსპექტივაზე,  უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს დემოკრატიულ პრინციპებს და საკონსტიტუციო ორგანოს - პარლამენტს“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics