2020-12-23 13:04:43, 663 ნახვა
რეგიონი
თელავში ცოლის ძმამ სიძე მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ცოლის ძმამ სიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა.
მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,