21:36 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 12:55:14, 535 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე: მიზანმიმართული ნეგატივისას ყველამ უნდა გავიხსენოთ, რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიასთან გამკლავება

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით,  გადაუდებელი დახმარების ექიმები შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ მოქალაქეების  დახმარებას.

ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება  1,200, 000 მოქალაქეს გაეწია. მისივე თქმით გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე.

„მედ-პერსონალის საქმიანობის ნაწილში, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია 1,200, 000 მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის საზოგადოებიდან, მე  ვარ სოლიდარული. მაგრამ, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე რეაგირების დრო, შესაბამისად შემცირდა გამოძახებების დაყოვნების მაჩვენებელიც. გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კიდევ უფრო გაუმჯობესება ჩვენი    პრიორიტეტია. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების სამსახურები  სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და ამავე წელს ჩვენ ერთად გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ცენტრს გადაეცა 140 ახალი ავტომობილი; გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა; გაიზრდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი. მომდევნო წლისთვის 1.5მლნ ლარზე მეტია განსაზღვრული სასწრაფო დახმარების პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics