|
2015-09-30 10:19:21, 818 ნახვა
სამართალი
შსს-მ დუშეთის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანა ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილი პირების ვინაობა დადგინდა. პოლიციელებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ გოგოლაურში დააკავეს ტარიელ ლ, რომელმაც ჩადენილი მკვლელობა აღიარა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)