22:07 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 21:19:21, 580 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - მოსახლეობას გარანტიას ვაძლევ, რომ საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა შემოვა

„მოსახლეობას გარანტიას ვაძლევ, რომ საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა შემოვა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის 52% მზად არის ვაქცინაციისთვის.

„დღესდღეობით, მოსახლეობის 52% მზად არის იმისათვის, რომ აიცრას. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კვლევებში მონაწილეობის შემთხვევაში, ადამიანები ნაკლებად არიან გულწრფელები.

აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ეს შეიძლება იყოს 35%-ის ფარგლებში, რაც არის  მნიშვნელოვანი ნიშნული იმისთვის, თუ რამდენად აქტიური კამპანია არის საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობა აიცრას.

მოსახლეობას შემიძლია გარანტია მივცე, რომ ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics