|
2020-12-22 16:09:00, 579 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დღევანდელი გადაწყვეტილებისას სამართლიანობის პრინციპი მაქსიმალურად იქნა დაცული
„მსურს განვმარტო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მაქსიმალურად, სოციალურად დაბალანსებულია, რადგან ბაზრობების გარდა, სულ მცირე 20 ათასი რეგისტრირებული იურიდიული პირი და ინდმეწარმეა მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც არასასურსათო ვაჭრობაშია ჩართული და არასასურსათო მაღაზიების მფლობელია, შესაბამისად, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ყველა კატეგორიის დასაქმებულისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება და და მაქსიმალური სამართლიანობის პრინციპი იქნა დაცული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგებთან ერთად მსჯელობისას, გამოიკვეთა ვაჭრობის ის სეგმენტები, სადაც სამწუხაროდ, მიუხედავად ყველა აკრძალვისა, ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო რთული იქნება ამ შეზღუდვების დაცვა. ნათია თურნავას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრობები დიდი სივრცეებია და ბევრი იურიდიული პირია წარმოდგენილი, თავად ბაზრობის ადმინისტრაციასაც კი, გაუჭირდება სხვადასხვა მეწარმის და ცალკეული ობიექტის ერთიანად მართვა და ამ პასუხისმგებლობის აღება, განსხვავებით სხვა ორგანიზებული ტიპის სავაჭრო ობიექტისა. „აქედან გამომდინარე, მოხდა ამ გადაწვეტილების მიღება და მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს, რა თქმა უნდა, მძიმეა, მათ შორის ბაზრობებისთვის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების დაწესებისა და ლიბერალიზაციის გეგმის პარალელურად, მეოთხე ტალღა დახმარების სოციალური პაკეტის დავაანონსეთ და უკვე მიდის იმპლემენტაცია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც დროებით დაკარგავს სამუშაოს ლეგალურ სექტორში, გათვალისწინებულია 1200 ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს რაც შეეხება, მათ შორის ბაზრობების დიდი კონტინგენტია, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება. რამდენადაც ვიცით, უკვე 90 ათასმა ადამიანმა მიმართა კიდეც ამ დახმარებას, ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც ყველას ერთად მოგვცემს საშუალებას, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა, ავირიდოთ თავიდან დიდი მობილობა ადამიანების, რაც ყოველთვის ხდება ბაზრობაზე, სადაც ამის კონტროლი რთულია და ამ ადამიანებს, ვინც იქ დასაქმებულია, გადავატანინოთ ეს რამდენიმეკვირიანი პერიოდი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)