|
2020-12-22 13:46:06, 617 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერების მხარდასაჭერად
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. დეველოპერების საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ბანკმა ბოლო 1 წლის მანძილზე არაერთი სიახლე დანერგა. შთამბეჭდავი შედეგები კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ „საქართველოს ბანკი“ დეველოპერების საიმედო პარტნიორია. სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკის მიერ არის გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია. მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად ბანკმა საგრძნობლად გაამარტივა დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი და მომხმარებელს კიდევ უფრო მოქნილი, მის საჭიროებებზე მორგებული პირობები შესთავაზა. გარდა ამისა, დეველოპერებისა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი, 4B სივრციდან კომპლექსური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. რაც საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს. „დეველოპერების მხარდასაჭერად და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა მრავალი სიახლე დანერგა. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, კვლავაც გავაგრძელოთ დეველოპერების მხარდაჭერა, მეორეს მხრივ კი, მომხმარებელს უძრავი ქონების შესაძენად მაქსიმალურად კომფორტული გარემო, კიდევ უფრო მოქნილი და საინტერესო პირობები შევთავაზოთ. ამისთვის შევქმენით სპეციალური გუნდი, რომელიც დეველოპერებს 4B სივრციდან მოემსახურება. გვჯერა, რომ გამარტივებული და განახლებული პროცესები, როგორიცაა მაგალითად, პარტნიორობის ახალი სქემები და გაუმჯობესებული პირობები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც დეველოპერების სამომავლო საქმიანობის განვითარებას, ასევე მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სასურველი უძრავი ქონება მარტივად, მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ჩვენ არ ვჩერდებით ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ გზების პოვნას, რათა ვიყოთ დეველოპერების საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)