2020-12-22 11:34:38, 1288 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 154 602 დაინფიცირდა. მათგან 134 586 უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 2 673-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,