|
2020-12-22 11:09:16, 1152 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 1 104 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 427 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 104 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 427 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 787, აჭარაში - 692, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 534, აჭარაში - 123, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 37, იმერეთში - 62. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 747 - აჭარაში, 110 - იმერეთში. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 137, ხოლო იმერეთში - 6. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 799 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 651 პირი, აჭარაში - 4 766, იმერეთში - 5 570“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)