06:27 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:59:03, 553 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა

ახალი მოწვევის პარლამენტის 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. 

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა. 

„ამ მიმართულებით დაგეგმილია მუშაობის გააქტიურება ამ პერიოდისთვის გამოვლენილ ფაქტებზე, რათა მოხდეს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად ანაზღაურება. გაძლიერდება ღონისძიებები უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის პარალელურად, გააქტიურდება მუშაობა ამ სფეროში შესაძლო გამოსავლენად. გაგრძელდება კვების მრეწველობაში არაკეთილსინდისერი მეწარმეების გამოვლენა, რომელთა მხრიდანაც ადგილი აქვს პროდუქციის ფალსიფიკაციას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

მისი თქმით,  მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლინდა დანაშაულის 1 400-ზე მეტი ფაქტი, მათ შორის, უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის 323 ფაქტი და ამოღებულია 630 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics