08:54 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:43:03, 714 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი - შანტაჟისა და მუქარის ტონი არანაირ შეთანხმებას არ ემსახურება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ოპოზიციური პარტიები შევლენ საკანონმდებლო ორგანოში.

წერეთლის თქმით, კობახიძის ამ განცხადებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, რათა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

წერეთლის თქმით, თუ ხელისუფლება აპირებს, რომ ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, სხვა შემთხვევაში კი, როგორც წერეთელმა აღნიშნა, ის მუქარისა და შანტაჟის ტონი, რაც ისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას.

„განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცური პარტიები შევლენ პარლამენტში და არსებობს გარკვეული რესურსები თუ სვლები ხელისუფლებაში, რა განცხადებაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კობახიძისგან, რა თქმა უნდა, თავისი სურვილით არის კარგი, მაგრამ, ამას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ნაბიჯები.

სხვა შემთხვევაში, ჯერჯერობით რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, ეს არანაირად არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას“, - განაცხადა წერეთელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics