|
2020-12-21 12:16:22, 485 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - IMF-ის პროგნოზით, საქართველო დარჩება რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად
„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაფართოებაც, რაც ძალიან სწრაფად მოხდა და გადაწყდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე მეტყველებს. „ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო დარჩება რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად და ამის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი არის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. პანდემიის მიუხედევად, 2020 წელს, სირთულეების მიუხედავად, არ შეგვიფერხებია სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით ის რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს წევრობასთან და ვალდებულებებთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, რეფორმების დღის წესრიგი გულისხმობს წარმატებული და თანმიმდევრული სტრუქტურული/სისტემური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, პროდუქტიულობისა და დანაზოგების ზრდაზე, ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებაზე. „სტრუქტურული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მხოლოდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე, არამედ ხელს უწყობს პოტენციური ზრდის ამაღლებას საშუალოვადიან პერსპექტივაში და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)