2020-12-21 11:30:40, 1058 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 26 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 154 065 დაინფიცირდა. მათგან 133 176 უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 2 656-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,