2020-12-21 10:23:58, 3286 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსის 201 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 624 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსის 201 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 624 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 17 592 760 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გარდაცვლილთა რიცხვი 315 260-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აშშ როგორც კორონავირუსით ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,