|
2015-09-29 16:14:57, 848 ნახვა
სამართალი
გომელაური: თუ კანონი დაარღვიეს, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თუ კანონი დაარღვიეს, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა „ნარუშილოვკასა“ და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს. „თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება, ან გადაცდომა ექნება სამსახურეობრივი თუ გულგრილობა, დაისჯება შესაბამისად. კანონი თუ დაარღვიეს რა თქმა უნდა დაისჯება ყველა, ის ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მნიშვნელობა არ აქვს, ყველა დაისჯება შესაბამისად“, - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S. -ში პოლიციის უფროსი ლეიტენანტის გიორგი ბაბუნაშვილის ვიდეოინტერვიუ გავრცელდა. როგორც ბაბუნაშვილი ინტერვიუში აცხადებს, ე.წ. ნარუშილოვკა შსს-ს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)