17:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 16:13:57, 820 ნახვა

რეგიონი
ბათუმში უსახური საცხოვრისების ნაცვლად, კიდევ ერთი მრავალსართულიანი სახლი აშენდება

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა 108-112-ში უსახური საცხოვრისების ნაცვლად კიდევ ერთი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობით 3 500 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 127 ბინიანი სახლი 1100 კვ. მეტრზე განთავსდება. პროექტში ჯამში 50 ადამიანი დასაქმდება. ახალი ბინები საკუთრებაში 11 ოჯახს გადაეცემა. მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში დასრულდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს განათავსებს; პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხის ოდენობა განისაზღვრა 20 მილიონი აშშ დოლარით.

კომპანია „Mardi Holding“-ის მიერ სახლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრამდე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ქალაქის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი თურმანიძემ და საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა არჩილ ჯანყარაშვილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც კაფსულით საცხოვრებელი სახლის საძირკველში ჩაუშვეს.

აჭარის ა.რ. მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ. ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა. აღნიშნული პროექტით აჭარის რეგიონში მოხდება: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის განაშენიანების ხელშეწყობა; სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics