11:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 16:11:49, 939 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფომ მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გააკონტროლოს

მედიკამენტებზე არსებულ ფასებსა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე საუბრისას პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ აღნიშნა, რომ ფასების დარეგულირების „უებარი წამალი“ არის მონოპოლიების არარსებობა და კონკურენციის მაღალი. 
„ისიც ცხადია, რომ გარკვეულწილად, ფასები დამოკიდებულია დოლარის კურსის ცვალებადობაზე ლართან მიმართებაში და ძნელი სათქმელიამ რამდენ ხანს გაუძლებენ მოქალაქეები ლარის კურსის დაცემას. ფასები რომც შენარჩუნდეს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მაინც მძიმედ ურტყამს ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეს. მე მაინც მგონია, რომ გაძვირებული ფასები სუსტი კონკურენციის ბრალია, თუმცა საკითხს ღრმად არ ვიცნობ“, – აცხადებს დუმბაძე. 
მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რიომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საკითხში სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს.
„ფასების რეგულირების საკითხში სახელმწიფოს ჩარევას არ მივესალმები, რადგან სადაც ეს ხდება, იქ საქმე ფუჭდება. პირიქით, სახელმწიოს ჩარევა სავაჭრო ურთიერთობებში უნდა იყოს მინიმალური. სახელმწიფოს კონტროლი საჭიროა, როდესაც ადამიანის უსაფრთხოებაზეა საუბარი, რომ ქუჩაში მოქალაქემ პოლიციალი არ დაჭრას, ან პირიქით, პოლიციელი უხეშად არ მოექცეს მას. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ფასების განსაზღვრა სახელმწიფოს მოვალეობაში არ შედის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის კარტერული შეთანხმება, ბიზნესზე ზემოქმედება და სახელმწიფოს ჩარევა უფრო მეტად დააზარალებს მოქალაქეს.
აი, რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, ეს არის საკითხი, რომელშიც სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს. საჭიროა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოფილი იქნას ძლიერი კონკურენცია. ამის მექანიზმები უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს, რადგან სწორედ ეს არის მისი ამოცანა“, –აღნიშნა მურმან დუმბაძემ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics