09:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 11:26:56, 475 ნახვა

სამხედრო
ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვედანაყოფის - ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. მან საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად მონაწილოებდნენ. გვარდიელები ჩართულები არიან ასევე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც. ამჟამად, ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფოების შიდა გვარდიებთან, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics