|
2015-09-29 15:50:21, 706 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს რუსთავში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილის პანაშვიდს დაესწრო და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. „ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, სრულიად საქართველოს გულისტკივილს და მწუხარებას, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი ბიჭების მხრებმა და სისხლმა მოიტანა დღემდე საქართველო. და როგორც საქართველოა მარადიული, ასევე უკვდავები არიან გარდაცვლილი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ერთიანობას და მსოფლიოში მშვიდობას შეეწირნენ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)